მოგესალმებით კომპანია „Oravner“-ის ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერზე www.oravner.ge - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე. ვებ-გვერდის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 25.10.2022-ში.

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

ჩვენი მომსახურება

Oravner.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.oravner.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.

Oravner.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენი შეძენის მომენტამდე,  გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ Oravner.ge-ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად. 

თქვენი ანგარიში და პროფილი

Oravner.ge-ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ Oravner.ge-ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ Oravner.ge-ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი  Oravner.ge-ს ანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი oravner.ge-ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

Oravner.ge-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით.

როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია  ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის  ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში. 

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

Oravner.ge-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით. Amex ბარათები ამ ეტაპზე არ მიიღება.

როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია ონლაინ მაღაზიაზე

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათშორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში.

როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაზე

საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე. ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სერვის ცენტრის სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00დან - 19:00 საათამდე.

ელ ფოსტა: Oravnerschool@gmail.com

დაბრუნების პოლიტიკა

კლიენტის მიერი გადახდილი თანხები დაბრუნებას არ ექვემდებარება